...

პრემიუმ კლასის
საცხოვრებელი კომპლექსი

მოითხოვე ზარი

პრემიუმ კლასის
საცხოვრებელი კომპლექსი

მთაწმინდა პანორამა

„მთაწმინდა პანორამა“ – ეს არის ექსკლუზიური და ყველაზე პრესტიჟული მიმდინარე პროექტი საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე, რომელიც მდებარეობს თბილისის ცენტრალურ, ისტორიულ და ეკოლოგიურად სუფთა ნაწილში, ზღვის დონიდან 500 მეტრის სიმაღლეზე. პროექტი, რომელსაც ახორციელებს KTW Development, სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებს. მისი უნიკალურობა განპირობებულია პანორამული ხედებით: 360-გრადუსიანი პანორამა აერთიანებს ძველ თბილისსა და მთაწმინდის მთას.

პროექტი კაკაბაძის ქუჩაზე მდებარეობს და მხოლოდ 21 ბინისგან შედგება. კომპლექსი თანამედროვე არქიტექტურით გამოირჩევა, თუმცა ის ძველი უბნის ხიბლს სრულად ინარჩუნებს. შენობის მაქსიმალური სიმაღლე 3-4 სართულია, რაც ეხმიანება ძველი თბილისის არქიტექტურულ სტილს და ავთენტურობას.

რატომ მთაწმინდა პანორამა?

/

ბინები

შეარჩიეთ სასურველი კვადრატულობის ბინა თბილისის ისტორიულ უბანში და ისარგებლეთ გადახდის მოქნილი პირობებით.

გაიგე მეტი

უპირატესობები

პროექტს უნიკალური მდებარეობა გააჩნია - სკოლებთან, უნივერსიტეტებთან, მაღაზიებთან, რესტორნებთან და სხვა მნიშვნელოვანი სერვისებთან სიახლოვე. თავისუფლების მოედნიდან სულ რაღაც ფეხით 4 წუთის სავალ გზაზე, თქვენ გელოდებათ შთამბეჭდავი ხედები და პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი.

ისტორიული და ეკოლოგიურად სუფთა უბანი თბილისის გულში;
400 მ. რუსთაველის გამზირამდე; 500 მ. ფუნიკულიორის ქვედა სადგურამდე; 6 წუთი თავისუფლების მოედნამდე;
უნიკალური 360° ხედები ძველ თბილისსა და მთაწმინდაზე;
მხოლოდ 21 ბინა - მყუდრო სამეზობლო და მშვიდი გარემო;
3-4 სართულიანი შენობა, რომელიც ინარჩუნებს ძველი თბილისის ავთენტურ სტილს; თანამედროვე არქიტექტურა პრემიუმ სერვისებით: აუზი, ფიტნეს დარბაზი, კონსიერჟი, დაცვა.

მთაწმინდა

მთაწმინდა - თბილისის უნიკალური უბანია თავისი ისტორიითა და მდებარეობით, სადაც უძრავი ქონების ღირებულება ყოველწლიურად სტაბილურად იზრდება, რაც ინვესტიციას კიდევ უფრო მომგებიანს ხდის. უბნის ისტორია მე-19 საუკუნის თბილისის განვითარებასთან არის დაკავშირებული - ფუნიკულიორი, თეატრები და ძველი საცხოვრებელი სახლები უბანს განსაკუთრებულ იდენტობას ანიჭებს. გარდა კულტურული მნიშვნელობისა, მთაწმინდა გამოირჩევა ცენტრალური მდებარეობითა და პანორამული ხედებით, რაც მას დღევანდელ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ლიკვიდურ ლოკაციად აქცევს.

მშენებლობის პროცესი

„მთაწმინდა პანორამას“ მშენებლობისას მხოლოდ მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები გამოიყენება: ბედეგის იზობლოკი უმაღლესი ხარისხის ხმის და თბო იზოლაციით; "სეინთ გობეინის" (Saint-Gobain) ფრანგული ენერგო დამზოგავი მინა-პაკეტი; ალუმინის ვიტრაჟული ფანჯრები და სხვა.

დახვეწილი ექსტერიერის გარდა, კორპუსი სეისმურად მყარ კონსტრუქციულ ნაგებობას წარმოადგენს. მშენებლობის პირველ ეტაპზე, ტერიტორიაზე 𝟏𝟓 მეტრი სიღრმის ხიმინჯების ჩასხმის სამუშაოები ჩატარდა.

„მთაწმინდა პანორამა“ 40%-მდე ენერგოეფექტური შენობაა, რაც კომუნალური ხარჯების მნიშვნელოვნად დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.

„მთაწმინდა პანორამა“ - იცხოვრე მთაწმინდაზე

მოითხოვე ზარი

New York
New York
×
Geocoding Error Occured.

Tried to Geocode:

Error Type:

Please be sure to follow the tutorial on how to setup the Google APIs required for the Advanced Google Map Widget.

Google Map API Key Tutorial

©2025 | შპს KTW Development

დამზადებულია Vebses-ის მიერ