სამშენებლო დეველოპერული კომპანია KTW DEVELOPMENT 2016 წელს დაფუძნდა. ის KTW GROUP-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებასა და ექსპორტში წამყვანია საქართველოში.
KTW ჯგუფი უკვე 23 წელზე მეტია, რაც ბაზარზე ოპერირებს და დამატებით, სტუმარ-მასპინძლობის, სოფლის მეურნეობისა და დეველოპმენტის სფეროებს აერთიანებს.
KTW DEVELOPMENT – ის საქმიანობა საპროექტო-სამშენებლო ხაზის სრულ პაკეტს მოიცავს და მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნებს, საქმიანობაში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების დანერგვით, სრულად აკმაყოფილებს. კომპანიის დაარსების პერიოდში კონკურენცია ბაზარზე საკმაოდ მაღალი იყო. თუმცა, ეს წინაპირობა დიდ შესაძლებლობად იქცა.
ხშირია შემთხვევები, როდესაც ხედვას კომერცია ისრუტავს და მშენებლობის ხარისხიც იცვლება. KTW DEVELOPMENT კი, საპირისპიროსკენ ისწრაფვის და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, ხარისხსა და მიდგომას აუმჯობესებს. კომპანიის გამოცდილი გუნდი ყოველთვის ზრუნავს, რომ ხარისხზე ორიენტირებული პოლიტიკა მუდმივი გაუმჯობესებისკენ იყოს მიმართული.
„კატევე დეველოპმენტს“ სხვადასხვა პროფილის მქონე არაერთი პროექტი აქვს შესრულებული, რითაც სამშენებლო ბაზარზე თავის პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს. უახლოეს მომავალში კი, კომპანია სხვა მასშტაბური პროექტების განხორციელებას გეგმავს.