„მთაწმინდა პანორამა“ – კომპანია KTW Development-ის ექსკლუზიური პროექტია, რომელიც თბილისის ისტორილ უბანში – მთაწმინდაზე, ტარიელის ქუჩაზე მდებარეობს. კომპლექსი თანამედროვე არქიტექტურით გამოირჩევა და ძველი თბილისის ხიბლს სრულად ინარჩუნებს
სამშენებლო დეველოპერული კომპანია KTW DEVELOPMENT 2016 წელს დაფუძნდა. ის KTW GROUP-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ღვინის წარმოებისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში უკვე 23 წელზე მეტია, რაც ბაზარზე ოპერირებს.
KTW DEVELOPMENT – ის საქმიანობა საპროექტო-სამშენებლო ხაზის სრულ პაკეტს მოიცავს და კომპანია მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნებს, საქმიანობაში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების დანერგვით, სრულად აკმაყოფილებს. „მთაწმინდა პანორამა“ კომპანიის მიმდინარე პროექტია, რომელიც გამორჩეულია თავისი კონცეფციით, უნიკალური ადგილმდებარეობით და მშენებლობის ხარისხით.
„ამ პროექტით მსურველებს შესაძლებლობას ვაძლევთ იცხოვრონ მშვიდ, ჯანსაღ და მწვანე გარემოში. დღევანდელობაში, თანამედროვე ადამიანისთვის, ურბანული ხმაურისგან დაშორებულ და მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე ცხოვრება იქცა მიმზიდველად, თუმცა ამავე დროს, ქალაქის ცენტრთან სიახლოვე კვლავაც პრიორიტეტად რჩება. ჩვენი პროექტი ყველა ზემოჩამოთვლილ მოთხოვნას აკმაყოფილებს.
ჩვენი გუნდი საერთო მიზანს ემსახურება – შექმნას მაღალი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებზე ორიენტირებული პროექტები. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ, რომ ხარისხზე ორიენტირებული კომპანიის პოლიტიკა გაუმჯობესებისკენ იყოს მიმართული.“
KTW ჯგუფის დამფუძნებელი
სამშენებლო კომპლექსი 2 ბლოკისგან შედგება. A ბლოკის მონოლითური სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს B ბლოკის ფუნდამენტის მოწყობა. აღსანიშნავია, რომ მშენებლობისას მხოლოდ მაღალი ხარისხის, ენერგოეფქტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები გამოიყენება: იტონგის იზობლოკი უმაღლესი ხარისხის ხმის და თბოიზოლაციით, ალუმინის ვიტრაჟული ფანჯრები, ფრანგული ენერგო დამზოგავი მინა-პაკეტი, ბუნებრივი ქვა, დეკორატიული პანელები, დარაბები, ვიტრაჟული სისტემები და სხვა. „მთაწმინდა პანორამა“ 40%-მდე ენერგოეფექტური პროექტია.
დახვეწილი ექსტერიერის გარდა, კორპუსი სეისმურად მყარ კონსტრუქციულ ნაგებობას წარმოადგენს. ტერიტორიაზე 15 მეტრი სიღრმის ხიმინჯების ჩასხმის სამუშაოებია განხორციელებული.