...
blogs-01-min

3 ადგილი მთაწმინდაზე ოჯახური განტვირთვისთვის

გამოქვეყნებულია: Май 29, 2024

თუ ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, ოჯახთან ერთად განტვირთვისთვის ადგილებს ეძებთ, ამ ბლოგს გაეცანით. ჩვენ მოგიყვებით მთაწმინდის უბანში იმ სივრცეებზე, რომელიც სიმშვიდით, უნიკალური სიმწვანით გამოირჩვევა და ქალაქში ალტერნატივა არ აქვს.

 

  1. მთაწმინდის პარკი

ოჯახური თავგადასავალი მთაწმინდის გასართობი პარკიდან უნდა დაიწყოთ.
მთაწმინდის პარკი – გართობისა და დასვენებისათვის საუკეთესო ადგილია თბილისში. მდებარეობს 770 მეტრის სიმაღლეზე და დედაქალაქის ყველაზე მაღალი წერტილია. მისი ისტორია 100 წელს აჭარბებს და გაშლილია 100 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე. პარკი დაყოფილია სამ – ექსტრემალურ, საბავშვო და საოჯახო ზონად. ატრაქციონების გარდა პარკში განლაგებულია რესტორნები და კაფეები, მაღაზიები, სარელაქსაციო ზონები, სადღესასწაულო ცენტრი და ქორწინების სახლი. პარკში მდებარეობს აგრეთვე თბილისის ანძა, რომელიც თავისი მასშტაბითა და სილამაზით დამთვალიერებლებს მუდმივად ხიბლავს.

 

  1. თბილისის ფუნიკულიორიფუნიკულიორი – სამთო-საბაგირო რკინიგზა, იგივე ტრამვაი, კულტურისა და დასვენების კომპლექსია მთაწმინდის პლატოზე. „მთაწმინდა პანორამადან“ ფუნიკულიორის ტრამვაის ქვედა სადგურამდე 𝟓𝟎𝟎 მეტრია. ტრამვაი ყოველდღიურად, სრული დატვირტით ფუნქციონირებს და გზად თბილისის ულამაზესი ხედი იშლება. ფუნიკულიორს სულ სამი სადგური აქვს: ზედა, შუა და ქვედა სადგურები. შუა სადგურიდან გასვლით თქვენ შეძლებთ ეწვიოთ მამა დავითის ეკლესიას და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს, რომელიც მთაწმინდის განუყოფილი ნაწილია. ფუნიკულიორის ტრამვაი 𝟏𝟗𝟎𝟓 წელს გაიხსნა და საბაგირო რკინიგზის გზის სიგრძე 𝟓𝟎𝟏 მეტრია.

 

  1. ბოტანიკური ბაღითბილისის ბოტანიკური ბაღი შესანიშნავი ადგილია როგორც დასვენებისა და განტვირთვისთვის, ასევე ექსტრემით, მეკლდეურობითა და მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. აქ ნახავთ მრავალფეროვან ვარდნარს, იასამნების კოლექციას, წიწვოვანთა კოლექციას, იაპონურ ბაღს, ულამაზეს ჩანჩქერს, ხეებში ჩაფლულ ხიდებსა და შადრევნებს. ბაღში მოწყობილია დასასვენებელი ფანჩატურები, სასეირნო ბილიკები ხეივნებსა და მოყვავილე ბაღებს შორის, საიდანაც ბოტანიკური ბაღის ზედხედით დატკბებით. ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრში საინტერესო ტურებსაც შემოგთავაზებენ, როგორიცაა: შემეცნებითი ტური, საბავშვო მარშრუტი, ველო მარშრუტი და ტური ელექტრომობილებით. ბოტანიკური ბაღი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, რომლის ისტორია მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნიდან იწყება.

——-

ესტუმრეთ ამ სივრცეებს და ისიამოვნეთ მთაწმინდის ლანდშაფტური სილამაზითა და მდიდარი ისტორიით. ყველას, ვინც ოჯახური განტვირთვისთვის გამორჩეულ ადგილებს ეძებთ, მოემზადეთ დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის!